|
2016-06-29 17:30:51, 1013 ნახვა
სხვადასხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი „კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალის“ გამარჯვებულ გუნდს შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალის“ გამარჯვებულ გუნდს შეხვდა. ახალგაზრდა მარკეტერებმა ნინო უნგიაძემ და ანა მარკოზაშვილმა საქართველოდან აღნიშნულ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ. კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის “Cannes Lions”-ის ახალგაზრდულ კონკურსში წელს საქართველო 4 კატეგორიაში მონაწილეობდა. ადგილობრივ კონკურსში გამარჯვებული გუნდები ივნისში კანში საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფებოდნენ და საკუთარი შესაძლებლობები მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის მოსინჯეს, ერთ-ერთმა გუნდმა კი ოქროს მედალი მოიპოვა. წელს Young Lions-ის ეროვნული შეჯიბრი ახალგაზრდა მარკეტერების სფეროში საქართველოში პირველად ჩატარდა. შეჯიბრი ტექნოპარკში გაიმართა. გამარჯვებული გუნდები საფრანგეთში, კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დახმარებით გაემგზავრნენ. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალგაზრდა მარკეტერებს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ მათ მიერ მომზადებული მარკეტინგული გეგმა კანის კონკურსზე იყო ყველაზე ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. „კანის 63-წლიანი ისტორიის განმავლობაში კანის სცენაზე პირველად აღიმართა ქართული დროშა და შესაბამისად, ჩვენ ქვეყანას დიდი გამარჯვება ერგო. ქართველები ნიჭიერები ვართ არა მარტო ხატვაში, ცეკვასა ან ან სიმღერაში, არამედ ციფრებში გამოხატულ შედეგში, რისი დასტურიცაა გამარჯვება კანის პრესტიჟულ კონკურსში“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ტექნოპარკში გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე და „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)