|
2016-06-29 13:57:03, 660 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილმა აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს ხელმძღვანელი მადლობის სიგელით დააჯილდოვა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის ხელმძღვანელი ტრეისი ნევილი მადლობის სიგელით დააჯილდოვა. სასჯელარსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ტრეისი ნევილს აღნიშნულ თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. კახა კახიშვილმა ტრეისი ნევილს და INL-ს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან წარმატებული თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში INL-ის დახმარებით მრავალი სიახლე დაინერგა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები ერთობლივ მუშაობას მომავალაშიც განაგრძობენ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უკვე რამდენიმე წელია INL-თან წარმატებით თანამშრომლობს. ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში დაინერგა მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციისა და გადანაწილების მეთოდი, სამინისტროს ათობით თანამშრომელი გადამზადდა და აიმაღლა კვალიფიკაცია აშშ-ში, ასევე, N16 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიწყო მსჯავრდებულთა პროფესიული პროგრამა კულინარიის ხელოვნებაში და სხვა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)