|
2016-06-29 11:30:35, 631 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილი თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს. როგორც ქუმსიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი ბოროტებაა, რომელსაც ყველა საერთო ძალებით უნდა ვებრძოლოთ. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი შემზარავი, ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც ათეულობით მშვიდობიანი, უდანაშაულო ადამიანი შეეწირა. სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს, თურქეთის მოქალაქეებს, ქვეყნის მთავრობას. თითოეული გარდაცვლილი ადამიანი ძალიან მძიმე დანაკლისია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი ბოროტებაა, რომელსაც ყველა საერთო ძალებით უნდა ვებრძოლოთ. კიდევ ერთხელ გამოვხატავ მწუხარებას პირადად ჩემი და სამინისტროს სახელით, ამ მძიმე წუთებში ჩვენი მეგობარი თურქი ხალხის გვერდით ვდგავართ“, - ნათქვამია ქუმსიშვილის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ათათურქის აეროპორტში ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცმებით, 50 ადამიანი გარდაიცვალა და 147 დაშავდა. სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქა. ტერაქტზე პასუხისგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აეროპორტზე თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა განახორციელეს. მსხვერპლთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)