09:36 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 16:58:58, 700 ნახვა

პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: ე.წ. გამოკითხვა „ვანოს შოუს“ მორიგი სერიიდან არის

„რუსთავი 2“-ის ეთერით პრეზენტირებული ე.წ.  გამოკითხვა „ვანოს შოუს“ მორიგი სერიიდან  არის“,-ასე გამოეხმაურა FACEBOOK-ის საკუთარ გვერდზე  „ირმა ინაშვილი, დავით თარხანმოურავი პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიციის“  გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის GFK-ის კვლევას, რომელიც „რუსთავი 2“ დაკვეთით ჩატარდა.

„რუსთავი 2-ის ეთერით პრეზენტირებული ე.წ. გამოკითხვა "ვანოს შოუს" მორიგი სერიიდანაა, ეტყობა. ვიცინეთ, ვიცინეთ და ვიცინეთ!!! და 8 ოქტომბერსაც მაგრად დაგცინებთ ნაცმოძრაობას და მის სატელიტ პარტიებს. გერმანულ- ამერიკული კომპანია არა, იხვის ტოლმა. მართლა, მეცინება. ოდესაში დაწერილი პროცენტები გამოამზეურეთ. არავინ არ აღიქვამს სერიოზულად ამ ე.წ. ოდესის შედეგებს. ბარიერს ვერ ლახავთ და დაიწერეთ ახლა 99%- ი, თუ ეს დაგამშვიდებთ. პოლიტიკური ლურსმის დაჭედების დრო მოდის. სიამოვნებით დაგაჭედებთ 8 ოქტომბერს“,-წერს ინაშვილი.

გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ის სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ”ქართულ ოცნებას” ხმას გამოკითხულთა 22,4 %, ”ნაციონალურ მოძრაობას” კი 21,7 % მისცემდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics