|
2016-06-28 15:50:43, 594 ნახვა
საზოგადოება
სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების სისტემის შესაქმნელად სამუშაო ჯგუფი ივლისიდან დაიწყებს მუშაობას
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასამართლოებში საქმეების ელექტრონული წესით განაწილებისთვის სპეციალური ტექნიკური სამუშაო ჯგუფის შექმნისასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ აზრთა სხვადასხვაობის გამო პარლამენტში კონსენსუსი ვერ შედგა. „ჩვენ ვნახეთ, რომ აზრთა სხვადასხვაობის გამო პარლამენტში ვერ შედგა კონსენსუსი ორ მუხლთან დაკავშირებით და მესამე ტალღის მართლმსაჯულების რეფორმის მესამე კენჭისყრა გადაიდო სექტემბრისთვის. აქედან გამომდინარე, მე და ქალბატონ ნინო გვენეტაძეს გვქონდა კონსულტაციები და შევთანხმდით, რომ არ დაველოდოთ ამ კანონპროექტის კანონად ქცევას და უკვე ამ თვის განმავლობაში შევქმნათ ის ტექნიკური სამუშაო ჯგუფი, რომლის შექმნასაც ეს კანონპროექტი დაგვავალდებულებდა, კანონად რომ ქცეულიყო“, − ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს განაცხადა. მინისტრის თქმით, ახალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე სამუშაო ჯგუფი, პირველ რიგში, საერთო სასამართლოებში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უკვე არსებულ სისტემებს შეისწავლის. ჯგუფი საჭიროებების ანალიზს გააკეთებს და ერთ-ერთ საპილოტე სასამართლოში დანერგავს ელექტრონული წესით საქმეების განაწილების პრინციპს. „თარიღების დადასტურება − იქნება ეს სექტემბერი, ოქტომბერი თუ მოგვიანებით, ჩვენ ახლა არ შეგვიძლია, რადგან ჯერ არ ვიცით, საერთო სასამართლოებში ამ მხრივ რა მდგომარეობაა. მე მოხარული ვარ, რომ ეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩემი ბრძანებით დამტკიცდება, ქალბატონ ნინოსთან და სასამართლო კორპუსთან შეთანხმებით, უკვე ივლისიდან დაიწყებს მუშაობას და შემოდგომაზე გარკვეული პირველი შედეგები უნდა გვქონდეს“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)