04:32 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 15:39:42, 1199 ნახვა

ეკონომიკა
მესტვირიშვილი: მცურავი კურსის პირობებში ლარის გაუფასურებას აუცილებლად გამყარება მოყვება

საქართველოში საგარეო სექტორის კორექციის გამო, ლარს გამყარების ტენდენცია აქვს, თუმცა ოპტიმისტური მოლოდინების გამო ლარი იმაზე მეტად იყო გამყარებული, ვიდრე იმ მომენტისათვის არსებული ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებდა, რასაც ბუნებრივია, კორექცია მოყვა, - ამის შესახებ  საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.  

მესტვირიშვილის თქმით, ეს სავალუტო ბაზრისთვის დამახასიათებელი მოვლენაა და გაცვლით კურსს წრფივი დინამიკა არასოდეს აქვს.

„დამატებით ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებმა საერთაშორისო ბაზრებზე გამოიწვია სავალუტო კურსების ცვლილება და მათ შორის მოლოდინების არხით გავლენა იქონია ლარის კურსზე. გასათვალისწინებელია, რომ მცურავი კურსის პირობებში კურსის გაუფასურებას აუცილებლად გამყარება მოყვება”, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ცენტრალური ბანკები, როგორც წესი, კურსის მოკლევადიან ცვლილებებზე კომენტარს არ აკეთებენ.

“ჩვენც ვცდილობთ, თავი შევიკავოთ, რათა არ გავაჩინოთ ბაზარზე გარკვეული მოლოდინები”, - აღნიშნა მესტვირიშვილმა. 

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, მოსახლეობის კეთილდღეობისა და დასაქმებისათვის მნიშვნელოვანია დაბალი ინფლაციისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის კომბინაცია და არა ლარის გაცვლითი კურსის მოკლევადიანი დინამიკა.

„საქართველოში გვაქვს რეგიონის ქვეყნებთან შედარებით მაღალი ზრდა და მომავალში მოსალოდნელია, რომ ზრდა უფრო მაღალი იქნება. ინფლაცია არის დაბალი, რაც მიუთითებს, რომ კურსს გრძელვადიან დინამიკაში გამყარების ტრენდი ექნება“, - აღნიშნა მესტვირიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics