|
2016-06-26 14:42:50, 652 ნახვა
საზოგადოება
წყნეთში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
წყნეთში, 6 ქუჩაზე (კოსტავას, ტაბიძის, სააკაძის, თბილისის, თამარ მეფისა და არსენას ქუჩებზე) საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური აწარმოებს. არსენასა და კოსტავას ქუჩებზე ასფალტის საფარის დაგება უკვე დაწყებულია, ხოლო ტაბიძის, სააკაძის, თბილისისა და თამარ მეფის ქუჩებზე მიმდინარეობს გრუნტის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად. მათივე ცნობით, წყნეთში სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან და ვაკის რაიონის გამგებელთან ნოდარ ტურძელაძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო. თბილისის მერის თქმით, წყნეთში საკმაოდ სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს და ასფალტის საფარი ყველაზე პრობლემურ ქუჩებზე იგება. „ 6 ქუჩაზე ვმუშაობთ და იგება ასფალტის საფარი. ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება, რომელსაც ვასრულებთ. ასფალტის საფარს ყველაზე პრობლემურ ქუჩებზე ვაგებთ და მალე მოსახლეობისთვის ამ გზებზე გადაადგილება უფრო კომფორტული იქნება. გზების გარდა, წყნეთში ჩვენ ასევე გავაკეთეთ რამდენიმე ბავშვთა სათამაშო მოედანი“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. დედაქალაქის მერი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ წყნეთში სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)