|
2016-06-24 11:26:07, 618 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონში 48 სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ, სკვერების რეაბილიტაცია 48 მისამართზე დასრულდა. მერიის ინფორმაციით, სკვერების ტერიტორიაზე მოეწყო ბორდიურები და დეკორატიული ფილები, დაიდგა საპარკე სკამები და ურნები. სკვერი შემოიღობა ლითონის დეკორატიული ღობით, პატარებისთვის კი დაიდგა სათამაშო ატრაქციონები კაუჩუკის რბილი იატაკით. დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე დამატებით 11 მისამართზე დამონტაჟდა გასართობი საბავშვო გასართობი ატრაქციონი-სასრიალოებით, კარუსელითა და საქანელებით. ამ ეტაპზე, დაზიანებული სკვერების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს 10 მისამართზე, ხოლო წლის განმავლობაში დამატებით 30 სკვერი აღდგება. დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ წლის განმავლობაში პროექტის მიხედვით 9 ახალი სკვერი მოეწყობა. სკვერების რეაბილიტაციის სამუშაოებისთვისა და ატრაქციონების მონტაჟისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 509 400 ლარი დაიხარჯა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)