|
2016-06-23 15:19:09, 1278 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: როგორ გგონიათ, წავედით და ვიყიდეთ მატარებელი, რომელიც გვირაბში არ ეტევა?!
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სიცრუეს უწოდებს სამოქალაქო პლატფორმა - ”ახალი საქართველოს”ერთ-ერთმა დამფუძნებელის გივი კუბლაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 40 მილიონ ევროდ შეძენილი ორსართულიანი მატარებელი არც ერთ გვირაბში არ ეტევა. ქუმსიშვილის თქმით, საქართველოს რკინიგზასთან ტექნიკური შესაბამისობა სრულად შემოწმებულია და პრობლემა არ არსებობს: „მატარებლები, რომელბიც „საქართველოს რკინიგზამ“ შეიძინა, არის ძალიან მაღალი ხარისხის და კლასის. ასეთი მატარებლები ჩვენ არ გვყოლია. ტექნიკური შესაბამისობა ჩვენ რკინიგზასთან არის სრულად შემოწმებული და მოლაპარაკებები მათ შორის ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობდა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე.შესყიდვა არ ხდება ისე, თუ არ არის ტექნიკურ შესაბამისობაში და ტექნიკურ ნაწილში მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა. დეტალური საბუთების მიხედვით იყო გადაწყვეტილება მიღებული და ამ მატარებლების სხვა შემთხვევაში ყიდვის დროს, ჩვენ სადღაც 4-5 მლნ დოლარით მეტის გადახდა მოგვიწევდა, რაც დღეს დავზოგეთ. ეს არის შიდა ტურიზმის განვითარებისთვის. ვიმედოვნებ, თქვენც იმგზავრებთ ამ მატარებლით. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა მზადაა. როგორ გგონიათ, ჩვენ წავედით და ვიყიდეთ მატარებელი, რომელიც....თქვენ წარმოგიდგენიათ რას ლაპარაკობთ?! ასეთი რამ შეიძლება იკითხო, რომ ვიღაცა წავიდა, გადაიხადა ამხელა ფული, 4 მატარებელი იყიდან და...“,-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)