|
2016-06-23 12:09:14, 4646 ნახვა
კულტურა
მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია სპექტაკლს “კონკია” წარმოადგენს
2016 წელი არის დიდი კომპოზიტორის სერგეი პროკოფიევის დაბადებიდან 125 წლისთავი, ამ თარიღს მთელ მსოფლიოში არაერთი ღონისძიება ეძღვნება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია წარმოადგენს სპექტაკლს “კონკია”, რომელიც თბილისის მერიის კულტურული ღონისძიების ცენტრის ხელშეწყობით გაიმართება კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში 26 ივნისს 14:00, 16:00, 18:00 და 20:00 საათზე. მათივე ცნობით, სპექტაკლში მონაწილეობენ მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიის "ვერის უბნის ტანც კლასი"-ს მოსწავლეები. სპექტაკლის ქორეოგრაფი მაკა მახარაძე, კოსტუმების მხატვარი ანა კალატოზიშვილი. დადგმაში მონაწილეობს მოწვეული მსახიობი თამარ მაყაშვილი. პროექტის მიზანია საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია. რათა სპექტაკლი ნახონ არა მარტო მათ, ვისაც ბალეტი უყვარს, არამედ ბავშვებმაც, რომლებსაც არა აქვთ საშუალება იარონ საბალეტო წარმოდგენებზე. ამის პრაქტიკა სტუდიის მესვეურთ წლების მანძილზე დაუგროვდათ, რითაც ცდილობენ შეაყვარონ მომავალ თაობას თეატრი და ზოგადად ხელოვნება.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)