04:32 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-22 18:46:13, 989 ნახვა

სამართალი
გვარამია: ის, რაც სასამართლოს კედლებში მიმდინარეობს არის სრული ფიქცია და რ2-ის შტურმით აღების მცდელობა

"ის, რაც სასამართლოს კედლებში მიმდინარეობს არის სრული ფიქცია და რ2-ის შტურმით აღების მცდელობა" - ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ "თბილისის სააპელაციო სასამართლომ" კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" საქმესთან დაკავშირებით.

გვარამიას განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რუსთავი 2-ს მოსამართელთა კოლეგიის მიერ ტელევიზიის მესაკუთრეებთან დაკავშირებით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება ფოსტით გამოუგზავნა. კანონის თანახმად კი თავად მხარეა ვალდებული მივიდეს სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღის ვადაში და ჩაიბაროს სასამართლოსგან განჩინება. 

"მიუხედავად იმისა, რომ კანონი ადგენს, სასამართო გადაწყვეტილების ჩაბარება მხარის ვალდებულებაა და გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა ის თავად უნდა მივიდეს და ჩაიბაროს გადაწყვეტილება და ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ 30-ე დღეს მივიდოდით, ამის მიუხედავად დღეს სასამართლომ თვითონ გამოგვიგზავნა გადაწყვეტილება, რომელიც შედგება 71 გვერდისგან,  რომელიც როგორც აღმოჩნდა დაწერა 1 დღეში. ქალბატონო გუჯაბიძე მოგიწევთ მანტიის გახდა, რადგან სრულიად შეუძლებელია 12 დღეში 71 გვერდი დაგეწერათ თქვენი კვალიფიკაციის პატრონებს. ეს გადაწყვეტილება ჩვენ არ ჩაგვიბარებია, იმიტომ რომ სასამართლო გადაწყვეტილების გაგზავნის ინსტიტუტს არ იცნობს, მხოლოდ 2 გამონაკლისია-სოციალურად დაუცველი და პატიმარი. რეალური შედეგი ამისა ის არის, რომ ჩვენ სასამართლოს მცდელობით 18 დღე მოგვპარეს, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მოპარული ვადაც, რომ მან ვერ მოასწროს გადაწყვეტილების დადგენა 54-ე მუხლზე, რომელიც ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს და რომელიც არის ერთადერთი რასაც ეყრდნობა სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში,“-აცხადებს ნიკა გვარამია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics