03:26 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-21 16:45:52, 1044 ნახვა

სამართალი
ყალბი 100-დოლარიანი კუპიურების გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ბახდიარ ისმაილოვი დააკავა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა პირზე გაასაღა ყალბი ასდოლარიანი კუპიურები. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, საერთო ჯამში, ამოღებულია ყალბი 10 000 ამერიკული დოლარი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“   ქვეპუნქტით მიმდინარეობს,  რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics