07:43 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 19:36:34, 989 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: კითხვები და შეფასებები, რაც დაისვა, უსუსური იყო

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, დღევანდელ ეკონომიკურ ფორუმზე დასმული ყველა შეკითხვა უსუსური იყო.

ქუმსიშვილის თქმით,  დღეს საქართველოში არსებობს  ჯანსაღი, ძლიერი ეკონომიკა, ბიზნესი იღებს გადაწყვეტილებას, რომ  შექმნას ახალი სამუშაო  ადგილები:

"მითუმეტეს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები,  რომელიც პირველ კვარტალში გქვონდა, 376 მლნ დოლარის ოდენობით,  არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ  ყველა პროექტი მიმდინარეობს, ყველა პროექტი ძალიან  აქტიურ ფაზაშია, ეს რიცხვი არის  ყველაზე დიდი რიცხვი 2008 წლიდან და  ჩვენ შესაბამისად ქვეყანაში შემოგვდის ბევრი ინვესტიცია. ძალიან სუსტი ოპონენტები გვყავდნენ. ყველა იყო მოწვეული, ვისაც ჰქონდა სურვილი თავისი აზრის გამოთქმის. ველოდებოდით მწვავე კითხვებს. კითხვები და შეფასებები, რაც დაისვა,  იყო უსუსური. მაგალითად, შეშელაშვილმა თქვა, რომ  რატომ გიკვირთ იმ წინა ხელისუფლებისო იმათ მოახერხეს ბიზნესს ჯერ ფული გაუჩინეს ჯიბეშიო და მერე ჩაუყვეს ხელიო. კაცი რომ ამას იტყვის, არვიცი",-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კონფერენცია-"საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები“    ორგანიზაცია "მოქალაქე"-ს, "საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა" და პარტნიორი ორგანიზაციების ორგანიზატორობით ჩატარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics