|
2016-06-20 10:54:07, 536 ნახვა
საზოგადოება
ქართული ფარმაცევტული საწარმო “ჯი-ემ-პის“ წარმატება საერთაშორისო კონფერენციაზე
ფარმაცევტულმა კომპანია „ჯი-ემ-პიმ“ მინსკში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და მსოფლიოს ფარმაცევტულ კომპანიებს „სამაცივრე პრეპარატების წარმოების ხარისხის უზრუნველყოფის“ საკითხებში გამოცდილება გაუზიარა. ღონისძიებაში მონაწილეობას მსოფლიოს სამი კონტინენტიდან იღებდნენ. კონფერენციის ორგანიზატორი უფლებამოსილ პირთა საერთაშორისო ფარმაცევტული ასოციაცია იყო, მთავარი თემა - „სამკურნალო საშუალებების ხარისხის უზრუნველყოფა“. ჯი-ემ-პის“ მოხსენების თემა იყო: „ცივი ჯაჭვის პროდუქტის წარმოებაში დანერგვის პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა“. „ჯი-ემ-პი კონფერენციაზე საქართველოს სახელით წარსდგა და მონაწილეებს საკუთარი შვეიცარულ კომპანია „Hoffmann-La Roche“ ერთობლივი ლიცენზიით პრეპარატის წარმოების შესახებ გამოცდილება გაუზიარა. C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამით „ჯი-ემ-პის“ მიენიჭა უფლება შვეიცარიული პრეპარატის წარმოების ნაწილი საქართველოში გადმოტანილიყო. მონიტორინგს შვეიცარიული მხარე აწარმოებდა. ეს პირველი შემთხვევა იყო პოსტსაბჭოურ ქვეყანაში, როცა ასეთი დონის პროექტში შვეიცარიელებთან ერთად ადგილობრივი საწარმო ჩაერთო“, - აცხადებენ „ჯი-ემ-პი“-ში. ჯი-ემ-პი 100% ქართული ინვესტიციებით დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც დღეისათვის 200-ზე მეტ დასახელების პროდუქტს საქართველოში და ევროკავშირის ტერიტორიაზე აწარმოებს. აქედან 100-ზე მეტ დასახელების მედიკამენტს მსოფლიოს სამ კონტინეტზე 20-მდე ქვეყანაში ყიდის. საქართველოში „ჯი-ემ-პის“ პროდუქტები პოპულარული მისი ხარისხის და ფასის გამო გახდა და გასულ წელს მხოლოდ საქართველოში 5,5 მილიონი კოლოფი გაიყიდა. „ჯი-ემ-პი“ პრეპარატებს საერთაშორისო GMP სტანდარტით აწარმოებს და წარმოების სრული ციკლი აქვს.
(R)
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)