|
2016-06-19 09:46:26, 699 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს საპატრულო პოლიციის ფეხბურთის გუნდი ოქროს ლიგის გამარჯვებულია
„ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის“ ოქროს ლიგაში მოასპარეზე საპატრულო პოლიციის გუნდმა მინი ფეხბურთში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შსს-ს ინფორმაციით, ახალ სპორტის სასახლეში გამართულ ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს შსს-ს საპატრულო პოლიციის და „ნატახტარის“ გუნდები დაუპირისპირდნენ. მათივე ცნობით, მატჩის პირველი ნახევარი ანგარიშით 1:2 „ნატახტარის“ უპირატესობით დასრულდა. შეხვედრის მეორე ტაიმში კი ანგარიში საპატრულო პოლიციის ფეხბურთელმა ლაშა ცხაკაიამ გაათანაბრა. შეხვედრის დასასრულამდე რამდენიმე წუთით ადრე გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჭანტურიამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და ფინალური შეხვედრა ანგარიშით 3:2 საპატრულო პოლიციის გამარჯვებით დასრულდა. შსს-ს საპატრულო პოლიციის გუნდს ჩემპიონის თასი და მედლები გადაეცა. ოქროს ლიგის საუკეთესო მეკარედ შოთა ღურბელეიშვილი დასახელდა, საუკეთესო მცველის ტიტული კი თემურ რაქვიაშვილმა მოიპოვა. „ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში“ ასპარეზობისას საპატრულო პოლიციისა და „ნატახტრის“ გუნდები ერთმანეთს ექვსჯერ დაუპირისპირდნენ. თითო გუნდს სამ-სამი მოგება ჰქონდა. ფინალური შეხვედრა რიგით მეშვიდე დაპირისპირება იყო, რომელიც შსს-ს საპატრულო პოლიციის გამარჯვებით დასრულდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)