|
2016-06-17 11:05:26, 990 ნახვა
ეკონომიკა
პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებზე იმსჯელეს. მაია მელიქიძემ ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და განუცხადა, რომ აღნიშნულ სეგმენტს, უჭირს ფინანსებთან წვდომა, რათა საკუთარი საქმიანობა განავითაროს. მისივე განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოსათვის ფინანსურ მხარდაჭერას გამოყოფს, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მიზნით, ქვეყანაში მოქმედ კომერციულ ბანკებს გადაეცემათ. მაია მელიქიძის განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი გეგმავს თანამშრომლობას "რესპუბლიკა ბანკთან", „თიბისი ბანკთან", „პროკრედიტ ბანკთან", „საქართველოს ბანკთან". ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მაია მელიქიძე აქტიურად ჩაერთვება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი თანხებით მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების პროცესის მონიტორინგში, რომელსაც თავად ევროპის საინვესტიციო ბანკი გეგმავს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)