|
2016-06-16 16:52:08, 4098 ნახვა
კულტურა
ფესტივალის „ელექტრონავტები" გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპ-კულტურის ფესტივალის, „ელექტრონავტების" გამარჯვებულების ვინაობა უკვე ცნობილია. წელს, მთავარი ჯილდოს, "ელექტრონავტი 2015"-ის მფლობელი BERIKA გახდა. სპეციალურად ამ ნომინაციისთვის დაწესებული პრიზი, საგზური Berlin Atonal-ის ფესტივალზე გამარჯვებულს თიბისი ბანკის მარკეტინგის დირექტორმა, ნინო ეგაძემ გადასცა. „წლის ელექტრონავტი" ორგანიზატორებისგან მხატვარ გიორგი მაღრაძის მიერ დამზადებული ფიგურითაც დაჯილდოვდა. მთავარი ნომინაციის გარდა, გამარჯვებულები კიდევ 9 კატეგორიაში გამოვლინდნენ: საუკეთესო ფესტივალი -4GB; საუკეთესო მუსიკალური ვიდეო - TETE NOISE-GADI GADI; საუკეთესო ლეიბლი - VODKAST; საუკეთესო VJ –JARA; საუკეთესო DJ – ZITTO; საუკეთესო ლაივ აქტი- OIMACTTA; საუკეთესო ალბომი - 3SULI-DESNA; საუკეთესო ტრეკი - TOKE –UNIVERSE 7; ახალი სახე - MINDSTREAMING. ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპ-კულტურის ყოველწლიური ფესტივალი, „ელექტრონავტი" 2008 წელს დაარსდა და მის მიზანს ნიჭიერი, ახალგაზრდა ქართველი არტისტების გამოვლენა წარმოადგენს სხვადასხვა ნომინაციაში. გამარჯვებულები პრიზებს იმ კონტენტისთვის იღებენ, რომლებსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქმნიან. 2010 წლიდან მონაწილეებს საერთაშორისო ჟიურის წევრები აფასებენ. წელს კონკურსში 30 ნომინანტი იყო წარდგენილი, საიდანაც 10 საუკეთესო შეირჩა. წლის მთავარ ნომინაციაში („ელექტრონავტი 2015") გამარჯვებულის შერჩევის პროცესში მსმენელიც იყო ჩართული, ხმის მიცემა ყველა მსურველს ვებ-გვერდზე www.electronauts.ge შეეძლო. ფესტივალი წელს „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით ჩატარდა.
(R)
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)