03:27 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 21:54:21, 993 ნახვა

სამართალი
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო თასის ჩემპიონი გახდა

უკრაინის ქალაქ ლუცკში, ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო თასის ჩემპიონატზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მესამე სამმართველოს თანამშრომელმა, პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა ილია ქოჩიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. მან 110 კილოგრამიან წონით კატეგორიაში 12 სპორტსმენს შორის იასპარეზა და ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო თასის ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, ილია ქოჩიაშვილმა მსოფლიო თასის გათამაშებაზე ასპარეზობის ნებართვა 2016 წლის 12 მარტს, თბილისში, საკვალიფიკაციო ტურის წარმატებით გავლის შემდეგ მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატზე იგი MPF/- დივიზიონში (MILLITARY, POLECE AND FIRE - ძალოვანი სტრუქტურები) მიიწვიეს. ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო თასის გათამაშებაზე 15 ქვეყნის 427 სპორტსმენი ასპარეზობდა.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, ილია ქოჩიაშვილი, ასევე, კიოკუშინკაი კარატეს პროფესიონალი სპორტსმენი და 3 გზის საქართველოს ჩემპიონია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics