21:52 - 16 May, 2026
|
2015-02-28 10:23:27, 792 ნახვა
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილის გადაცემას - "საზოგადოება 20/30“ არჩილ გამზარდია წაიყვანს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ანალიტიკურ გადაცემას - „საზოგადოება 20/30“ ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია წაიყვანს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. გადაცემა ეთერში კვირაში ერთხელ, ყოველ კვირა დღეს გავა. გადაცემაში მიწვეულ სტუმრებთან ერთად არჩილ გამზარდია და ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მიმდინარე საკითხებზე იმსჯელებენ. როგორც "ექსპრესნიუსს" გადაცემის პროდიუსერმა ვალერი მაღლაფერიძემ განუცხადა, „საზოგადოება 20/30“ ეთერში მარტის შუა რიცხვებში გავა. მაღლაფერიძის ინფორმაციით, გადაცემის ეთერში გასასვლელად სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. „ექსპრესნიუსი“ არჩილ გამზარდიასაც დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)