23:30 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 13:21:21, 693 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: დემოკრატიული პროგრესი ქართველი ერის ღირებულებებთან სრულ შესაბამისობაშია

„დემოკრატიული პროგრესი ქართველი ერის ღირებულებებთან სრულ შესაბამისობაშია“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში, საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმზე სასამართლოსა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით  განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, წარსულში, საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობა ქვეყანაში დემოკრატიულობის დონისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო.

გიორგი კვირიკაშვილმა მედიის თავისუფლების საკითხზეც ისაუბრა.

მისივე თქმით, საქართველომ მედიის თავისუფლების მხრივ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

„ამჟამად, ჩვენ ვკონცეტრირდებით დეპოლიტირებული პოლიციისა და დამოუკიდებელი პროკურატურის შენებაზე, რომლებიც დამნაშავეებს მათი პოლიტიკური აფილირების მიუხედავად დევნიან. ჩვენ ვდგამთ თანმიმდევრულ ნაბიჯეს სასამართლო სისტემის პოლიტიკური, ფინანსური და სხვა ტიპის გავლენებისაგან დასაცავად.  ჩვენ უზრუნველვყავით, რომ მოსამართლეები და პროკურორები უვადოდ ინიშნებიან და შიდა რეგულატორულ ზედამხედველობას ექვემდებარებიან“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics