|
2015-02-28 09:25:35, 568 ნახვა
საზოგადოება
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 52-ე შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 52-ე შეხვედრას დაესწრნენ. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე რამდენიმე ძირითადი საკითხი იქნა განხილული. საუბარი დავით ბაშარულის ცხედრის ექპერტიზასა და მისი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენების საკითხს შეეხო. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების და ღობეების უკანონო მონტაჟით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრეს. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი საგაზაფხულო პერიოდის მოახლოებასთან ერთად საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ადგილობრივი მოსახლეობის მიერ უსაფრთხო დამუშავების საკითხს, ასევე ცხინვალის ციხეში და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს შეეხო. ამასთან საუბარი ასევე გორის რაიონის სოფლების ქერე-კოშკას მონაკვეთზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით წარიმართა. ცნობისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 53-ე შეხვედრა 25 მარტს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)