|
2016-06-14 15:26:45, 1089 ნახვა
სხვადასხვა
საქართველოს მოქალაქეები უფრო მეტად ინტერესდებიან რუსეთით, ვიდრე რუსეთის საქართველოთი
საქართველოს მოქალაქეები უფრო მეტად ინტერესდებიან რუსეთით, ვიდრე რუსეთის მოქალაქეები საქართველოთი, - ამის შესახებ Eurasnews კვლევაზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც GORBI-მა ჩაატარა. კვლევის თანახმად, 2005 წლიდან საქართველოს მიმართ რუსეთის მოქალაქეების ნეგატიური დამოკიდებულება მინიმუმამდე დაიწია და 11%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს 5 დღიანი ომის დროს, გამოკითხულთა 60%-ი საქართველოს ნეგატიურად აფასებდა. ამასთან, საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც რუსეთის შესახებ გარკველ ინფორმაციას ფლობენ ან ცდილობენ მეტი ინფორმაციის მოპოვებას, 75%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც, რუსეთის მოქალაქეების ინტერესი საქართველოს მიმართ მხოლოდ 32%-ს შეადგენს. გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მიმართ დადებითი შეფასება გამოკითხულთა 67% გამოთქვა, ხოლო რუსეთის მოქალაქეები დადებითად 91% შეაფასა. ამასთან, რუსეთის მოქალაქეების 58%-ი საქართველოს დადებითად აფასებენ, ხოლო 71% საქართველოს მოქალაქეებს დადებითად აფასებენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეების გამოკითხულთა 18% რუსეთთან ურთიერთობას "დაძაბულს" უწოდებს, ხოლო 4% - "მტრულს". კვლევის თანახმად, რუსეთის მოქალაქეების, გამოკითხულთა 6%-ი საქართველოს მიმართ, ერის ნეგატიურ შეფასებაშია დარწმუნებული. ცნობილია, რომ გამოკითხვაში, რუსეთის ტერიტორიაზე 1600 მოქალაქემ მონაწილეობა მიიღო. ამავე გამოკითხვაში, საქართველოს 800 მოქალაქემ მონაწილეობა მიიღო.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)