|
2016-06-13 15:30:51, 605 ნახვა
საზოგადოება
დაშავებული მეომრების მხარდასაჭერად ბეისბოლის მატჩი გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითთა გუნდ „მეომრებს“ შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული მეომრებისა და დაღუპული სამხედროების ხსოვნისადმი მიძღვნილ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ამერიკელი საზღვაო ქვეითების გუნდი ანგარიშით 8:3 დაამარცხა. ამხანაგურ მატჩს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩი იან კელი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული ქართველი სამხედროები, ასევე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ბეისბოლი და სოფტბოლი 12-წლიანი განშორების შემდეგ „ტოკიო-2020“-ის ოლიმპიურ თამაშებზე კვლავ უბრუნდება ოლიმპიური სპორტის სახეობათა დიდ ოჯახს. ამხანაგური მატჩი კი მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრების გამოცდილებისათვის, რადგანაც საქართველოს ბეისბოლის ეროვნული ნაკრები იწყებს ბრძოლას აღნიშნული ასპარეზობის საგზურის მოსაპოვებლად, - ნაკრები ერთ თვეში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე გაემგზავრება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ასევე, მსგავს ღონისძიებებში საზოგადოების ჩართულობა და მხარდაჭერა იმ მეომრებისადმი, რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს ადამიანთა კეთილდღეობისთვის, დაშავდნენ ბრძოლებსა თუ სამშვიდობო მისიებში, მაგრამ, ამასთანავე, ცდილობენ არ დაკარგონ მოტივაცია და საბრძოლო სულისკვეთება. ბეისბოლში საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებებისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი უკვე 6 წელია იმართება.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)