|
2016-06-13 14:44:54, 1058 ნახვა
სხვადასხვა
წყნეთი-ბეთანიის გზის პროექტირებასა და რეაბილიტაციაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება
2015 წლის 13 ივნისს სტიქიიდან 1 წლისთავზე, წყნეთი-ბეთანიის გზის დაზიანებული ნაწილისა და მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთითა და კოორდინაციით მიმდინარეობდა, დასრულებულია. როგორც „ექსპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სტიქიის მიერ დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის პროექტებზე მუშაობა დაწყებულია. უწყების ინფორმაციით, კვლევის პროცესში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამერიკელი ექსპერტები. მათ გეოლოგიური სამუშაოები, ქართველ სპეციელისტებთან ერთად, უახლესი ტექნოლოგიით განახორციელეს. აღნიშნული კვლევის შედეგად მომზადდა კონცეპტუალური რეკომენდაციები იმის შესახებ თუ რა სახის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს წყნეთი-ბეთანიის მეწყერსაშიშ მონაკვეთებზე, გზისა და მიმდებარე ფერდების მდგრადობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს ტენდერს გზის პროექტირებასა და რეაბილიტაციაზე. პროქტი ევროპის საინვესტიციო ბანკის „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. ამავე პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდი, დამატებით, თბილისის მერიისგან, გადმოცემულ ორ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს: ,,მზიურის“ ტერიტორიაზე მდ. ვერეს ხეობაში მონოლითური რკინაბეტონის კედლის მშენებობას და მდინარე ვერეს კალაპოტში ნატანდამჭერი ნაგებობების (ცხაურების) მოწყობას. ამ დროისთვის მიმდინარეობს სატენდერო დუკომენტაციის შეთანხმება დონორ ორგანიზაციასთან.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)