|
2016-06-13 14:16:48, 823 ნახვა
საზოგადოება
სტიქიის შედეგად დაზიანებული ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი -განახლებული „ვითიბი არენა“ გაიხსნა
2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შედეგად, დაზიანებული თბილისის მუნიციპალიტეტის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. ცენტრის აღსადგენად „ვითიბი ბანკმა“ 1 მილიონ 200 ათასი ლარი გამოყო. აღნიშნული თანხით დაფინანსდა შენობის სარემონტო სამუშაოები და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების სპორტული სამუშაოები და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების სპორტული ინვენტარის შეძენა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას „ვითიბი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცენლიძემ აღნიშნა, „ვითიბი ბანკი“ 2014 წლიდან არის ფედერაციის გენერალური სპონსორი. „თბილისში ერთი წლის წინ დატრიალებულმა ტრაგედიამ პრაქტიკულად მთლიანად გაანადგურა ტანვარჯიშის ფედერაციის შენობა. „ვითიბი ბანკი“ 2014 წლიდან არის ფედერაციის გენერალური სპონსორი. ამიტომაც გადავწყვიტეთ გამოგვეხატა ჩვენი თანადგომა და სრულად დავაფინანსეთ აღდგენითი სამუშაოები და ახალი საერთაშორისო სტანდარტების სპორტული ინვენტარის შეძენა. აღნიშნულ პროექტზე „ვითიბი ბანკი“-ის მიერ 1 მილიონ 200 ათასი ლარი გამოიყო. მოხარულები ვართ, რომ 1 წლის თავზე განახლებულ სპორტულ ცენტრში ათასამდე სპორტსმენს და მოზარდს ვარჯიშის შესაძლებლობა მიეცათ“,-განაცხადა კონცენლიძემ. ცნობისთვის, „ვითინი ბანკი“ 2014 წლიდან არის საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის გენერალური სპონსორი. განახლებულ ტანვარჯიშის განვითარების სპორტულ ცენტრს „ვითიბი არენა“ ეწოდა. სპორტულ ცენტრში განთავსებულია მხატვრული და სპორტული ტანვარჯიშის დარბაზები. ცენტრი ყოველდღიურად ათასამდე ბენეფიციარს ემსახურება, აქედან უფასო მომსახურებით 57 სოციალურად დაუცველი მოზარდი სარგებლობს.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)