|
2016-06-13 13:51:04, 505 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს პრეზიდენტი 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალთან დღეს პირველ ლედისთან ერთად მივიდა და გასულ წელს, თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც შარშან ერთსულოვნად ებრძოდა სტიქიას და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა. „დღეს ჩვენ ვიხსენებთ შარშანდელი ტრაგედიის მსხვერპლებს და შარშანდელი ტრაგედიის გმირებს. ეს ადგილი, სადაც დღეს ჩვენ ვართ, მუდმივად გაგვახსენებს იმ ძალიან მძიმე წუთებს, რომელიც შარშან ყველამ ერთად გადავიტანეთ და რომლის დასაძლევადაც გაერთიანდა ძალიან ბევრი ადამიანი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პირველი ლედის განცხადებით, დღეს პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და ასევე, სამაგალითოდ აღვნიშნავთ მათ შრომას, ვინც გაჭირვებაში მყოფ საკუთარ თანამემამულეებს დაეხმარა. „ზუსტად ერთი წლის წინ, მთელი ქალაქი შეძრა ამ ტრაგედიამ. დღეს ის დღეა, როცა ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებიც სტიქიამ იმსხვერპლა და ასევე, სამაგალითოდ აღვნიშნავთ მათ შრომას, ვინც გაჭირვებაში მყოფ საკუთარ თანამემამულეებს დაეხმარა. მათ არასდროს დაივიწყებს საქართველო", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)