02:00 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 12:46:24, 999 ნახვა

ეკონომიკა
მეწარმეს 45176,00 ლარის ღირებულების საქონელი ელექტრონული ზედნადების გარეშე გადაჰქონდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მეწარმეს 45176,00 ლარის ღირებულების საქონელი ელექტრონული ზედნადების გარეშე გადაჰქონდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 45176,00 ლარის ღირებულების სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (ტანსაცმელი) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი სენაკში გამოვლინდა.

„45176,00 ლარის ღირებულების სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (ტანსაცმელი) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების  ფაქტი გამოვლინდა 3 ივნისს ქ.სენაკში. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის  საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით, ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა ფორდის მარკის ა/მანქანა, რომლითაც ხორციელდებოდა ერთერთი შპს-ს სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (ტანსაცმელი) ტრანსპორტირება ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე. ფაქტთან დაკავშირებით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების მიერ ჩატარდა შესაბამისი ექპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ შეადგინა 45176,00 ლარი“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის მე–7 ნაწილის გათვალისწინებით, ინფორმაცია  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics