|
2015-02-27 17:58:58, 598 ნახვა
საზოგადოება
„ავერსის“ და „ავერსის კლინიკის“ ორგანიზებით, თიანეთში საქველმოქმედო აქცია ეწყობა
„ავერსის კლინიკის“ და „ავერსის“ ტრადიციად ქცეული საქველმოქმედო აქციების სერია გრძელდება. 1 მარტს „ავერსის კლინიკის“ ექიმებისა და „ავერსის“ ორგანიზებით, თიანეთის რაიონის მოსახლეობისთვის უფასო გამოკვლევა გასინჯვა ეწყობა. „ავერსის კლინიკის“ ექიმების მიერ თიანეთის რაიონში მცხოვრებ, კერძოდ საყდრიონის, ხევსურთსოფლის და დევენაანთ ხევის მოსახლეობას ექოსკოპიური, ოფთალმოლოგიური, კარდიოლოგიური, ენდოკრინოლოგიური, პედიატრიული და ნევროლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდებათ. „ავერსი“, ტრადიციულად აქციაში მონაწილე ყველა მოსახლეს პირველადი დახმარების 17 დასახელების მედიკამენტებს გადასცემს. „ავერსი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, განსაკუთრებით კი მათზე ვისთვისაც მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება მიუწვდომელია. ამ რაიონში ცხოვრობენ საკმაოდ ხანდაზმული, 100 წელს გადაცილებული ადამიანები და ამ ადამიანების განსაკუთრებით ესაჭიროებათ სამედიცინო მხარდაჭერა. მსგავსი ტიპის აქციები ტრადიციაა და მომავალშიც კვლავ გაგრძელდება“, - აცხადებენ „ავერსში“. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის აქციები უკვე გაიმართა ყაზბეგში, შატილში, სამცხე-ჯავახეთში, ზემო რაჭაში, თუშეთში, უჯარმაში, გორის რაიონში, ადიგენის რაიონში, ზემო აჭარაში. აქციის ფარგლებში 50 000 ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტი გაიცა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)