|
2016-06-13 09:46:24, 890 ნახვა
საზოგადოება
დაღუპული მეხანძრე-მაშველების და მაშველების ოჯახებს ერთჯერადად 100 000 ლარი გადაეცემა
დაღუპული მეხანძრე-მაშველების და მაშველების ოჯახებს ერთჯერადად 100 000 ლარი გადაეცემა, ხოლო ყოველთვიურად 1000 ლარიანი შემწეობა დაენიშნებათ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, შესაბამის კანონპროექტს სწორედ დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ. „გასული წლის 13 ივნისს დაიღუპა მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც 8 ადამიანი გადაარჩინა დაღუპვას და საკუთარი სიცოცხლე შესწირა ამ ადამიანების გადარჩენას. სიმბოლურია, რომ სწორედ ტრაგედიიდან 1 წლის თავზე, ჩვენ ვიხილავთ კანონპროექტს მეხანძრე- მაშველებისთვის და მაშველებისთვის სამართლებრივი და სოციალური უზრუნველყოფის პაკეტის გაუმჯობესების კუთხით, სადაც მეხანძრე-მაშველებისა და მაშველების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის შემთხვევაში, ზუსტად ისე, როგორც პოლიციელის შემთხვევაშია დღეს, პოლიციელის ოჯახს გადაეცემა 100 ათასი ლარი ერთჯერადად, ხოლო შემდგომში, ყოველთვიურად 1000 ლარიანი შემწეობა ინიშნება ოჯახისთვის. ჩვენ ყველა მათგანს უნდა ვუსურვოთ მშვიდობიანი მოღვაწეობა, თუმცა ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ამ დონეზე აყვანა მნიშვნელოვანია“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, თბილისის 2015 წლის 13 ივნისის სტიქიიდან დღეს ერთი წელი გავიდა.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)