|
2016-06-12 19:41:54, 1303 ნახვა
საზოგადოება
ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ ქუჩას სტიქიის დროს დაღუპული მაშველის სახელი მიენიჭება
თბილისში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ ხვალ ერთი წელი შესრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, 13 ივნისს, 12.00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია ვერეს ხეობაში მდებარე სასწრაფოს ფილიალის თანამშრომლებს შეხვდება. ამასთან, მერიის ინფორმაციით, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭება. ღონისძიებას, რომელიც 17:00 საათზეა (ნუცუბიძის პლატო მე–3 მიკრო,1 კვარტალი, რამაზ ჩხიკვაძის ქუჩასთან) დაგეგმილი, თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრება. ხოლო 23:00 საათზე დედაქალაქის მერი 13-14 ივნისს ვერეს ხეობაში დაღუპულთა სახელზე დარგულ ხეებთან, სტიქიის დროს გარდაცვლილი მოქალაქეების ხსოვნას პატივს მიაგებს (ახალი გზის ჩასასვლელი თამარაშვილის მხრიდან).
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)