21:58 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-11 11:01:33, 729 ნახვა

პოლიტიკა
კლაას დიკჰოფი: ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების წინააღმდეგია

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრის, კლაას დიკჰოფის განცხადებით, ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა ამ ეტაპზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების წინააღმდეგია.

ამასთან, დიკჰოფი არ ადასტურებს, რომ იტალია, საფრანგეთი და გერმანია ვიზალიბერალიზაციის პროცესს აყოვნებენ.

„ქვეყნებმა, რომლებიც ამ საკითხს ახლა არ ეთანხმებიან, განმარტეს საკუთარი პოზიცია, რისი გაცნობაც ყველას შეუძლია. რა თქმა უნდა, კითხვები დავუსვით და ვთხოვეთ პოზიციის ახსნა. ჩვენ გამოვთქვით მოსაზრება, რომ კარგია ვიცოდეთ რაშია პრობლემა, რათა ამ პრობლემის მოგვარებაზე ვიმუშაოთ. საქართველოსთან მიმართებაში ბევრი ქვეყანა მიიჩნევს, რომ მან ვიზალიბერალიზაცია უნდა მიიღოს, მაგრამ რამდენიმე მათგანი ასე არ ფიქრობს. ჩვენ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანას, მხოლოდ იმის გაკეთება შეგვიძლია, რომ დავთვალოთ, მეტია თუ არა მომხრე. თუ საკმარისი არ არის, როგორც ახლა, მაშინ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა კლაას დიკჰოფმა.

მისივე თქმით, ევროკომისიამ საქართველოს წინ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება გარკვეული დროით გადაიდო. ამასთან, დიკჰოფმა თავი შეიკავა იმ სავარაუდო თარიღების დასახელებაზე, თუ როდის გადაწყდება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხი.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის  წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების შესახებ კონსენსუს ვერ მიაღწიეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics