10:48 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-11 11:01:01, 960 ნახვა

სამართალი
სუს-ი: ამერიკელი პარტნიორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველომ პროგრესს მიაღწია სამოქმედო გეგმის ყველა კომპონენტის შესრულებაში

აშშ-ის საელჩოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ქართულ-ამერიკული ორმხრივი დიალოგი გაიმართა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის პირველი ნაწილი ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდის წინააღმდეგ საქართველო - აშშ-ის ერთობლივი სამოქმედო გეგმის პროგრესის განხილვას დაეთმო, მეორე ნაწილში კი შესაბამისმა უწყებებმა აღნიშნულ სფეროში მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე პრეზენტაციები წარადგინეს.

„ამერიკელი პარტნიორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სამოქმედო გეგმის ყველა კომპონენტის შესრულებაში. მათ სურვილი გამოთქვეს გაცნობოდნენ წარმატებულ ქართულ გამოცდილებას ბირთვული და რადიოაქტიური მასალების უკანონო ბრუნვის ფაქტების გამოვლენის, მათზე რეაგირების, ამ მასალების ამოღების, უსაფრთხო განთავსებისა და აღნიშნული ფაქტების გამოძიების სფეროში“, - აცხადებენ სუს-ში.

ღონისძიებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროების, მთავარი პროკურატურის, ფიზიკის ინსტიტუტის, აშშ-ის საელჩოს, აშშ-ს სახელმწიფო და ენერგეტიკის დეპარტამენტების და გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აშშ-სთან პარტნიორობის პარალელურად, საქართველო ასევე აქტიურად მონაწილეობს ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საერთაშორისო ძალისხმევაში, მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან, პარტნიორ სახელმწიფოებთან, გაეროსთან, ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics