02:01 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-11 10:54:49, 980 ნახვა

სამართალი
შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტებს შემთხვევის ადგილის გამოძიების თემაზე სწავლება ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის და რეგიონული დანაყოფების 26 ექსპერტ-კრიმინალისტს ბათუმში, დანაშაულის ადგილის გამოძიების თემაზე ხუთდღიანი ტრენინგი ჩაუტარდა.

შსს-ს ინფორმაციით, სწავლება აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ოფისის ორგანიზებით, ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიუროს (GBI) ექსპერტებმა ჩაატარეს.

ტრენინგი პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს მოიცავდა. სწავლების მიზანი იყო კრიმინალისტებისათვის დანაშაულის ადგილის დათვალიერების სხვადასხვა მეთოდის გაცნობა, კერძოდ: დოკუმენტირება, ჩანაწერების წარმოება, ნახაზის აგება და ფოტოგადაღება.

სწავლების დასრულების შემდეგ, ექსპერტ-კრიმინალისტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

შსს-ს თანამშრომლებისთვის მსგავსი ტიპის ტრენინგების ჩატარება მომავალშიც იგეგმება. დანაშაულის ადგილის გამოძიების თემაზე გადამზადების კურსები უკვე 106 კრიმინალისტმა გაიარა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics