21:57 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 17:38:19, 573 ნახვა

პოლიტიკა
Wall Street Journal: ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილებას სექტემბერში მიიღებს

ევროკავშირი საქართველოსთვის, უკრაინისთვის და კოსოვოსთვის უვიზო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილებას სექტემბერში მიიღებს, - ამის შესახებ Wall Street Journal-ი იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიღების გადადების მიზეზი საფრანგეთის, იტალიის და გერმანიის პოზიცია გახდა.

იტალიას და საფრანგეთს უვიზო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მაშინ სურს, როდესაც შემუშავდება მექანიზმები, რომლითაც უვიზო რეჟიმი საგანაგებო საჭიროების შემთხვევაში გაუქმდება.

გარდა ამისა, საფრანგეთის წარმომადგენლების აზრით, უვიზო რეჟიმი ტეროტრისრული შეტევების რისკის გაზრდას გამოიწვევს.

გერმანია ეჭვობს, რომ უვიზო რეჟიმი ქართული ორგანიზებული დანაშაულის ზრდას გამოიწვევს.

გერმანიის შსს-ს წარმომადგენლის, ემილი ჰაბერის განცხადებით, გერმანიის ხელისუფლება უახლოეს მომავალში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფების შესახებ მოხსენებას გამოაქვეყნებს.

ამასთან, Wall Street Journal-ის ინფორმაციით, შესაძლოა უვიზო რეჟიმი შემოდგომის ბოლოსთვის ამოქმედდეს, რადგან ზოგი ევროპული ქვეყანა უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ჯერ თურქეთისთვის გეგმავს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics