20:26 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 14:04:29, 698 ნახვა

პოლიტიკა
ემილი ჰაბერი: ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის ემილი ჰაბერის განცხადებით, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს.

ამის შესახებ ჰაბერმა ლუქსემბურგში ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაა.

ჰაბერის თქმით, ევროკავშირში აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმება.

"ვიზალიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის. ჩვენ გავნვიხილავთ საგანგებო მექანიზმის საკითხს იმისთვის, რომ ვიყოთ დარწმუნებულები იმაში, რომ უვიზო რეჟიმით სარგებლობის წესების მასობრივი დარღვევის შემთხვევაში შეგვეძლება ზომების ამოქმედება”,   - განაცხადა ემილი ჰაბერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics