|
2015-02-27 16:12:11, 3223 ნახვა
სამხედრო
პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ქართველი სამხედროების ავღანეთში გადასროლისწინა წვრთნებს დაესწრო
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ნატო-ს ახალ „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობისთვის გადასროლისწინა წვრთნებს გერმანიაში გადიან. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ქართული ქვედანაყოფების სწავლებების მიმდინარე შედეგების და პროცესების გასაცნობად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ ჰოჰენფელსში აშშ-ს გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) და ბად-ზალცუნგენში მდებარე გერმანიის ფედერალური თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზები მოინახულა. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი გადასროლისწინა მომზადებას ჰოჰენფელსის მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში გადის. III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სწრაფი რეაგირების ასეული (QRF) ავღანეთის სამშვიდობო მისიისთვის ბად-ზალცუნგენის სამხედრო ბაზაზე ემზადება. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ამერიკელი და გერმანელი სამხედროების მიერ ქართველი ჯარისკაცების მომზადების პროცესს დეტალურად გაეცნო. ქართველი სამხედროების მომზადების დონე და მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეაფასეს როგორც გერმანელმა, ასევე ამერიკელმა საზღვაო ქვეითების მრჩეველთა ჯგუფებმა. სამხედრო ბაზებზე სასწავლო ვითარება ავღანეთში არსებულ გარემოსთან მაქსიმალურადაა მიახლოებული. შექმნილია იმიტირებული ქალაქი, სადაც ქართველი სამხედროები ავღანეთის ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის დამყარებას და ქვეყანში ყოფნისას საჭირო სხვა უნარ-ჩვევებს სწავლობენ; ეგუებიან იმ გარემოს, სადაც სამშვიდობო მისიის შესრულება მოუწევთ. საწვრთნელ ბაზებზე გერმანელი და ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ სამხედროებს ამბოხებულთა საწინააღმდეგო (COIN) ოპერაციების წარმოებას, საბრძოლო ველის მომზადებას, გაწმენდას, შენარჩუნებასა და უსაფრთხოების დაცვას ასწავლიან. მომზადების დასრულების შემდეგ, ქართველი სამხედროები ავღანეთში გაემგზავრებიან. ქვედანაყოფები სამოქმედო არეალში სრული სპექტრის ოპერაციებს შეასრულებენ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)