|
2016-06-09 16:43:58, 548 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობასა და „ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამედიცინო კვლევით ინსტიტუტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და შ.პ.ს „ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამედიცინო კვლევით ინსტიტუტს“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. აფხაზეთის ა/რ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის დემოგრაფიულ პრობლემებზე მომუშავე „აფხაზეთის მთავრობის“ მუდმივმოქმედი კომისიისთვის დემოგრაფიულ საკითხებთან და რეპროდუქციული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაწესებულების - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ერთობლივ გასვლით ღონისძიებებში მონაწილეობას, დაგეგმილ სამედიცინო აქციებში სამედიცინო დაწესებულების სპეციალისტების მონაწილეობას. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ამბულატორიულ საკონსულტაციო და სადიაგნოსტიკო დახმარების გაწევას შეღავათიანი ტარიფებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას სემინარების ჩატარების გზით.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)