|
2016-06-09 13:51:35, 523 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემო ევროპისათვის“ მე-8 გარემოსდაცვით მინისტერიალს დაესწრო
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ბათუმში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემო ევროპისათვის“ მე-8 გარემოსდაცვითი მინისტერიალის ფარგლებში უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ისტვან ნაგის (István Nagy) შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გარემოსდაცვითი მინისტერიალის მნიშვნელობის შეფასებისას აღნიშნა, რომ „გარემო ევროპისთვის“ გულისხმობს ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებისთვის თანამშრომლობის განსაკუთრებულ ფორმატს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორებიცაა გარემოსდაცვითი საკითხების მიმართულებით პრიორიტეტების განსაზღვრა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. აღსანიშნავია, რომ ქ. ბათუმში გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემო ევროპისათვის“ მე-8 გარემოსდაცვითი მინისტერიალი 56 ქვეყნის 600-მდე ოფიციალურ დელეგატს, ბიზნესსექტორის, ბიზნესასოციაციებისა და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს მასპინძლობს. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ შემდეგ საკითხებს: „მწვანე ეკონომიკის განვითარება პან-ევროპულ რეგიონში“ და „ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის“.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)