|
2016-06-09 11:55:42, 574 ნახვა
საზოგადოება
არქიტექტურის სამსახურის უფროსი: ელისაშვილს ჩემი ღირსების შელახვისთვის სასამართლოში შევხვდები
„ალეკო ელისაშვილმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ცილი დამწამა და ჩემი ღირსების შელახვისათვის მას შევხვდები სასამართლოში“, - ამის შესახებ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა დიმიტრი მოსულიშვილმა დღეს თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, გუშინ 8 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „სხვა შუადღის“ ეთერში სტუმრად მყოფმა საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მისი და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლების მისამართით გამოიყენა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. „როგორც ჩანს, ბატონ ელისაშვილს თავისებური წარმოდგენა აქვს ღირსებაზე, ამიტომ იაფასიანი პოპულარობის მოპოვების მიზნით თავს უფლებას აძლევს თქვას, რაც ენაზე მოადგება და იძახოს ტყუილები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მე ნამდვილად არ ვაპირებ, მოვითმინო მისი მხრიდან ჩემი ღირსებისა შელახვა და ამიტომ ბატონ ელისაშვილს შევხვდები სასამართლოში.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)