|
2016-06-08 16:40:39, 688 ნახვა
საზოგადოება
თურქეთში ქართული სახალხო ზეიმი გაიმართა
თურქეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბურსას გემლიქის რაიონის სოფელ ჰაიდარიეს ეროვნულ პარკში ჩატარდა რიგით მე-4 ტრადიციული „ქართული სახალხო ზეიმი" , რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს მიეძღვნა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ირაკლი კოპლატაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. უწყების ცნობით, სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ელჩმა საელჩოს სახელით ზეიმის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ქართული ანბანი, ქართული კალენდარი, CD ქართული ენის შესახებ, ქართულ-თურქული დროშებით გაფორმებული სამკერდე ნიშნები და სამახსოვრო სიგელები გადასცა. ოფიციალური ნაწილის შემდგომ გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლის ცეკვის ანსამბლმა „კავკასიის მთები", ინეგოლის და ორჰანგაზის ბავშვთა ცეკვის ანსამბლებმა. ღონისძიების ფარგლებში, სტამბოლის, ინეგოლის, საქარიას, დუზჯეს, ანკარისა და სხვა რეგიონის ქართულ სათვისტომოებს წარმოდგენილი ჰქონდათ კუთხე საქართველოს დროშებითა და ქართული წარწერებით. თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ ღონისძიებას თურქეთის პარლამენტის ბურსას დეპუტატი მმართველი პარტიიდან, ისმაილ აიდინი, მხარის გუბერნატორი, გემლიქის მერი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანალიზისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, თემურ ტარტარაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი თურქეთში, სოფო წკრიალაშვილი, ქართული კულტურისა და სხვა დაინტერესებული სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ „ქართულ სახალხო ზეიმს" 3000-ზე მეტი სტუმარი ეწვია.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)