|
2016-06-07 18:39:40, 684 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიას იპოდრომის მიმდებარედ, ჩოგბურთის კორტების ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა არ გაუცია
თბილისის არქიტექტურის სამსახურს იპოდრომის მიმდებარედ, ჩოგბურთის კორტების ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა არ გაუცია. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. "თბილისის არქიტექტურის სამსახურს იპოდრომის მიმდებარედ, ჩოგბურთის კორტების ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა არ გაუცია. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაციისთვის გაცნობებთ, რომ 2015 წლის 17 ივლისს არქიტექტურის სამსახურს AR1327702 განაცხადით მიმართა მოქალაქე ლევან ხუხაშვილმა და მოითხოვა თამარაშვილის ქ. #13–ში მდებარე სამ საკადასტრო ერთეულზე: 01.10.16.004.097; 01.10.16.004.098 და 01.10.16.004.099 მრავალფუნქციური კომპლექსის დასაგეგმარებლად განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემა. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა „ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო“–ს 2015 წლის 26 ნოემბრის #55 სხდომაზე. ვინაიდან წარმოდგენილი ესკიზური წინადადება არ ითვალისწინებდა სპორტული ინფრასტრუქტურული და რეკრეაციული სივრცის შენარჩუნებას, საკითხი საბჭოს მიერ უარყოფითად შეფასდა. (გადაწყვეტილება №2333655) მშენებლობის ნებართვების გაცემის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე - www.tas.ge .",-ნათქვამია განცხადებაში.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)