|
2016-06-07 17:39:02, 626 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი თურქ ხალხსა და მთავრობას სტამბოლში მომხდარი აფეთქების გამო სამძიმარს უცხადებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტამბოლში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს. როგორც პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი, სამწუხაროა, რომ თანამედროვე სამყაროში უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს ბრძოლისა და ზემოქმედების იარაღად იყენებენ. "მწუხარებას გამოვთქვამ სტამბოლის ცენტრში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც გამვლელები და პოლიციელები ემსხვერპლნენ. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, თურქ ხალხსა და მთავრობას მომხდარი ტრაგედიის გამო. სამწუხაროა, რომ თანამედროვე სამყაროში უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს ბრძოლისა და ზემოქმედების იარაღად იყენებენ. მსოფლიო საზოგადოებას, ყველას ერთად მაქსიმალური ძალისხმევა გვმართებს ამ სისასტიკის შესაჩერებლად", - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ცენტრალურ რაიონ ბეიაზიტ ვეზნეჯილერში მეტროპოლიტენთან ახლოს, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, დაღუპულებს შორის 7 პოლიციელია. აფეთქების შედეგად, სულ მცირე 36 ადამიანი დაშავდა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ქურთისტანის მუშათა პარტიას" დააკისრა.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)