|
2016-06-07 16:47:38, 550 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კეკელიძე ჩაქვში ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა
ცნობილი ადამიანების ვიზიტი საზოგადოებრივ ცენტრებში გრძელდება. ამჯერად ჩაქვის საზოგადოებრივ ცენტრში მწერალი, პოეტი და საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ადგლობრივ ახალგაზრდებს შეხვდა. სტუმარმა ახალგაზრდებთან წიგნის და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გაიმართა მცირე დისკუსია განათლებისა და წიგნიერების როლზე თანამედროვე საზოგადოებაში. მონაწილეებმა ისაუბრეს იმ ლიტერატურაზე, რომელსაც ეცნობიან. თითოეულ მათგანს ჰქონდა შესაძლებლობა ლიტერატურიდან საინტერესო თემები და პერსონაჟები დაესახელებინა. საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)