|
2016-06-07 15:59:52, 1280 ნახვა
მსოფლიო
ევრო 2016-ის მიმდინარეობისას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საფრანგეთის პოლიციას ევროპოლი დაეხმარება
ევროპოლი საფრანგეთს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება, - ამის შესახებ France 24 ევროპის პოლიციის სამსახურის ხელმძღვანელზე, რობ უენრაითზე დაყრდნობით იუწყება. უენრაითის თქმით, საფრანგეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კოლოსალურ ზომებს მიმართა. "როგორც ცოტა ხნის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ამ ღონისძიების დროს თავდასხმების შესაძლებლობა. საფრანგეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კოლოსალურ ზომებს მიმართა. მათ ევროპაში უსაფრთხოების ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა გააჩიათ, ევროპოლი მათ გვერდით იქნება”, - განაცხადა რობ უენრაითმა. ევროპოლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომ ევროპოლისა და საფრანგეთის სპეცსამსახურებს შორის ევრო-2016-ის დროს მოხდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის რეალური დროის რეჟიმში გაცვლა. როგორც საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს ქვეყანაში უსაფრთხოებას პოლიციის, ჟანდარმერიისა და სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის 77 000 თანამშრომელი, ასევე დაცვის კერძო სამსახურების 13 000 თანამშრომელი უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ ევრო-2016-ს საფრანგეთი 10 ივნისიდან 10 ივლისამდე უმასპინძლებს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)