|
2016-06-07 15:32:26, 1345 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანმა სტამბოლის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ქურთისტანის მუშათა პარტიას" დააკისრა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ქურთისტანის მუშათა პარტიას" დააკისრა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, მისი ქვეყანა ბრძოლას ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლას გამარჯვებამდე გააგრძელებს. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მსხვილ ქალაქებში თავდასხმების განხორციელება თურქეთში აკრძალული "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ჩვეული ტაქტიკაა. შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ცენტრალურ რაიონ ბეიაზიტ ვეზნეჯილერში მეტროპოლიტენთან ახლოს, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, აფეთქების სამიზნე პოლიციის ავტობუსი იყო. სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, სულ მცირე 36 ადამიანი დაშავებულია. ცნობისთვის, თურქეთის ხელისუფლებასა და ქურთ ამბოხებულებს შორის სამშვიდობო შეთანხმება 2015 წლის ივლისში დაირღვა. "ქურთისტანის მუშათა პარტია", რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციას მიიჩნევს, ქურთთა ავონომიისთვის იბრძვის.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)