17:17 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 14:18:24, 866 ნახვა

პოლიტიკა
სამხრეთ ოსეთის დ-ეფაქტო ვიცე-პრემიერად რუსეთის საბაჟო სამსახურის გენერალ-მაიორი დაინიშნა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ვიცეპრემიერად რუსეთის საბაჟო სამსახურის გენერალ-მაიორი, 52 წლის დიმიტრი კოზაევი დაინიშნა, - ამის შესახებ Overallnews იუწყება. 

მედიის ინფორმაციით, მისი დანიშვნის ბრძანებას დე-ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა 6 ივნისს მოაწერა ხელი. დღეს ახალი ე.წ. ვიცეპრემიერი დეფაქტო მინისტრთა კაბინეტის წევრებს წარუდგინა.

თიბილოვის თქმით, კოზაევი მთავრობაში ეკონომიკურ, საბაჟო და საგადასახადო საკითხებზე იმუშავებს. კოზაევის განცახდებით, უპირველეს ყოვლისა, ის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ამოცანების შესრულებას, ასევე ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდასა და დე-ფაქტო რესპუბლიკაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას გეგმავს.

ცნობისთვის, დიმიტრი კოზაევმა სამხრეთ ოსეთის პედაგოგიური ინსტიტუტი, რუსეთის საბაჟო აკადემია და აკადემიის ასპირანტურა დაამთავრა. საბაჟო ორგანოებში მუშაობა მან 1994 წელს დაიწყო. 2007 წელს კოზაევი ხაკასიის საბაჟოს ხელმძღვანელი გახდა, 2008 წლიდან კი კრასნოიარსკის საბაჟოს  ხელმძღვანელობდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics