|
2016-06-07 13:25:01, 710 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე ჯეჯელავა: სტუდენტებისგან მივიღე დავალება, რომ მთვარობაში ყველა საკითხი ოპერატიულად გადავწყვიტო
„სტუდენტებისგან მივიღე დავალება, რომ ოპერატიულად გადავწყვიტო მთავრობაში ყველა საკითხი“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „აუდიტორია 115“ -თან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, მან სტუდენტების ყველა წინადადება მოისმინა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და შეეცდება უმოკლეს ვადებში მოხდეს პრობლემის მოგვარება. „ვფიქრობ, ეს არის ხალხი, რომელსაც უნდა უნივერსიტეტის განვითარება, წინსვლა და უნდა, რომ ყველა უმაღლესი დაწესებულება საქართველოში იყოს მოწინავე, პროგრესული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. მეც და სამონისტროც ვიზიარებთ ამ პოზიციას, რომ უნივერსიტეტი უნდა განვითარდეს. სიმწვავე არის კონკრეტულ საკითხებში. ეს შეეხება კონკრეტულად იმ საკითხებს, რაც პრემიერთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრებისას შეთანხმდა. სტუდენტები პროცესის თითქოს გაწელვას გაგებით ეკიდებიან და ამისთვის მინდა, მადლობა ვუთხრა მათ. მაძლევენ საშუალებას, რომ მათთან ვიმუშაო კონსტრუქციულად. პირველ რიგში, იმ საკითხებზე, რომელიც არ ითმენს. ეს არის განათლების ფუნდამენტალურ ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები, თვითმმართველობის სისტემასთან დაკავშირებული საკითხები. მე მივიღე სტუდენტებისგან დავალება, რომ ძალიან ოპერატიულად გადავწყვიტო მთავრობაში ეს საკითხები”,- განაცხადა ჯეჯელავამ
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)