08:47 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 11:06:00, 873 ნახვა

სამართალი
ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს, 2 კი, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი: 1968 წელს დაბადებული თამარ წ., 1980 წელს დაბადებული ლაშა ა. და  1987 წელს დაბადებული ირაკლი კ.  დააკავეს, ხოლო 2 წევრი: 1950 წელს დაბადებული ელენე ქ. და 1997 წელს დაბადებული თეო ნ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, სხვადასხვა დროს, ოფიციალური სანოტარო აქტების გაყალბების შედეგად, 4 მოქალაქის კუთვნილ 6 ბინასა და მიწის ნაკვეთზე ქონებრივი უფლებები თაღლითურად მოიპოვეს.
საქმეზე ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად,  მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ქონებრივმა ზიანმა ჯამში  2 130 110 ლარი შეადგინა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 25–180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ს 362–ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ს 25–362–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს",-აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics