|
2016-06-06 16:10:27, 1293 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: მიმდინარე წლის 5 თვეში საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტების რაოდენობის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის 5 თვეში საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტების რაოდენობის რეკორდული ზრდა აღინიშნა. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 2016 წლის მაისის თვის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 14.9%-ითაა გაზრდილი. „ხოლო ტუროსტების, ანუ მათი, ვინც 24 საათი და მეტი რჩება საქართველოში 24.3%-ით ზრდაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური მაჩვენებელია ტრადიციული ვიზიტორი ქვეყნებიდან, ჩვენი მეზობელი ქვეყნების გარდა, მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება ევროკავშირის ქვეყნებიდანაც, რაც ვფიქრობთ, რომ დადებითი მაჩვენებელია. საერთაშორისო მოგზაურების ზრდა დაფიქსირდა 5 თვის მონაცემებითაც და 15.3% შეადგინა, ხოლო ტურიზმიდან შემოსავალმა 2015 წლის ჯამური მონაცემებით, 1.94 მლრდ დოლარი შეადგინა და ზრდა 8.3% იყო, რაც 149 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანლოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ასევე იზრდება ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში და 16.2%-ით გაიზარდა 2015 წელს ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში და თითქმის 6.8% შეადგინა, მაგრამ პოტენციალი კიდევ უფრო მეტია“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)