|
2016-06-06 15:31:00, 1198 ნახვა
მსოფლიო
ევრო 2016-ზე რუსეთისა და ბრიტანეთის მატჩის დროს მეჩეთის აფეთქება იგეგმებოდა
უკრაინელმა სამართალდამცველებმა "ევრო-2016"-ის დროს დაგეგმილი 15 ტერაქტი აღკვეთეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედიის ინფრომაციით, ტერაქტები "ევრო-2016"-ის დროს იყო დაგეგმილი. უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, ანტიტერორისტული ოპერაცია 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვიდა, იარაღის შეძენას გეგმავდა. მედიის ინფორმაციით, დაკავებული ნეგატიურად აფასებდა მიგრანტების რაოდენობის გაზრდასა და საფრანგეთში მუსლიმების ცხოვრებას. როგორც მედია საშუალება, უწყებაზე დაყრდნობით წერს, საფრანგეთის მოქალაქე მეჩეთის და ადმინისტრაციული შენობების აფეთქებას "ევრო-2016"-ის მსველობისას გეგმავდა. წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი საზღვარზე დააკავეს, როდესაც ის იარაღის გადატანას აპირებდა. უწყების ცნობით, დაკავებული უკრაინის მოქალაქეს ფულს სთავაზობდა, იმისათვის, რომ იარაღის და ასაფეთქებელი ნივთიერებების გადატანა განხორციელებულიყო. ცნობისთვის, სხვადასხვა მედია საშუალებების ინფორმაციით, ტერორისტები დიდ აფეთქებას 11 ივნისს,რუსეთსა და ბრიტანეთის ნაკრებების მატჩზე გეგმავდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)